ევროკომისიის პრეზიდენტი: პუტინის ომი დღითი დღე უფრო სასტიკი ხდება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი დღითი დღე უფრო სასტიკი ხდება.

“პუტინის ომი დღითი დღე უფრო სასტიკი ხდება.

ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ.

ევროკავშირი უკრაინელ ხალხთანაა.

ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ 1,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტით და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები