კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი და Russia 1-ის ტელეწამყვანი, ვლადიმერ სალავიოვი ევროპასა და ნატო-ს ემუქრება. როგორც ის ვიდეოში ამბობს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.
“როცა ევროპის ქუჩებში ისევ ისმის შეძახილები ამ ბანდიტი ნაძირლების, როცა გერმანია აწყობს ღონისძიებას უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ყვირიან – “დიდება უკრაინას, დიდება გმირებს”, “სიკვდილი მტერს”, რა გაყვირებთ?! მისი [ჰიტლერის] ძაღლებიც ზუსტად ასე ყეფდნენ. და როდესაც თქვენ რუსეთს მორიგი სანქციებით ემუქრებით, უკანალში გაირჭეთ ეგ თქვენი სანქციები.
პუტინმა გასაგებად გითხრათ, ნატო-ს სტრუქტურის შესახებ, 87 წლის საზღვრებზე. იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ.
თუ თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ უკრაინაზე გავჩერდებით, 300-ჯერ დაფიქრდით. შეგახსენებთ, რომ უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ გარდამავალი ეტაპია რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”, – თქვა სალავიოვმა.