ვოლსკი – ზურაბიშვილზე: მხოლოდ სიფრთხილე კი არ უნდა დაარქვას იმას, რასაც მთავრობის პოზიცია ჰქვია, არამედ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია ამ სიფრთხილის დაუცველობით საქართველოსთვის პრობლემების შექმნა

თუ ეკონომიკური სანქციების თემას ჩვენ შესაბამის განმარტებებს ვაძლევთ, მანაც კეთილი უნდა ინებოს და თქვას, მხოლოდ სიფრთხილე კი არ უნდა დაარქვას იმას, რასაც მთავრობის პოზიცია ჰქვია, არამედ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია ამ სიფრთხილის დაუცველობით საქართველოსთვის პრობლემების შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება მიუთითებს, რომ მყარად დგას თავის პოლიტიკურ პოზიციაზე.

“როდესაც ამბობ, რომ ოპოზიცია ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს, აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოშია, მეორე მხრივ, არ უნდა თქვა, რომ საქართველოს არ აქვს გამოყენებული ის რესურსი, რომელიც მას შეუძლია, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს, ვინაიდან ჰელსინკის საბჭომაც კი და ბევრმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ აპლოდისმენტების ღირსია ის პოზიცია – საქართველო, პატარა, ათასგზის პრობლემაშექმნილი რუსეთის მხრიდან, უამრავი გამოწვევა და მაინც როგორ მყარად დგას თავის პოლიტიკურ პოზიციაზე.

ასე რომ, თუ ეკონომიკური სანქციების თემას ჩვენ შესაბამის განმარტებებს ვაძლევთ, მანაც კეთილი უნდა ინებოს და თქვას, მხოლოდ სიფრთხილე კი არ უნდა დაარქვას იმას, რასაც მთავრობის პოზიცია ჰქვია, არამედ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია ამ სიფრთხილის დაუცველობით საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და ასე შემდეგ. სულ რომ არ ვიყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ადამიანმა უნდა გადახედოს, რის საფუძველზე გააკეთა ანალიზი მაგალითად ამ ჰელსინკის საბჭომ, კომპეტენტური ამერიკული ორგანიზაციაა, სამთავრობო, სახელისუფლებო და შეფასებას აძლევს გარკვეული ანალიზის საფუძველზე. რა ბუნდოვან სიფრთხილეზე ვლაპარაკობთ? პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამ ვითარებაში აბსოლუტურად მოსალოდნელია, მოსალოდნელი ის კი არაა, რომ საქართველოს მიმართ აგრესია იქნება, ბირთვული საფრთხეა მოსალოდნელი. რეგიონში ასეთი ჯახი ხდება, ადამიანების ამხელა მსხვერპლია და, რასაკვირველია, ორივე მხარის მიმართ მარტო მოწოდებები არ არის საკმარისი. აქ უფრო აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი და ამ დროის გამოყენება, მეტი დროის დამატება, რათა ისაუბრო საფრთხეებზე და საფრთხეების თავიდან აცილებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს “არაწევრი მთავარი მოკავშირის” სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები