იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძის და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების შემოღებას უკავშირდება. როგორც მომხსენებელმა, რესან კონცელიძემ განმარტა, ცვლილება ხელს შეუწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების წესების შემოღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს და ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართალდარღვევების პრევენციას და ასევე გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმის შემოღებას.

კანონპროექტის მიღებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კანონით დარეგულირდება რიგი ქმედებები, განისაზღვრება სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები, გაუმჯობესდება საჯარიმო ქვითრის დადგენილების ჩაბარების წესი, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქ. ბათუმში საგზაო მოძრაობის წესების გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები