მდინარაძე – ზურაბიშვილზე: აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც ძალიან ცუდია, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება

აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. არ მგონია ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა, ხაზგასასმელია მისი ჟესტი, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მხრიდან უარის მიუხედავად, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრა თავად უზრუნველყო.

მდინარაძის თქმით, პარლამენტისაგან დამოუკიდებლად მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ინსტიტუტის უპატივცემულობაა.

“საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლებისა წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. არ მგონია ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია, მისი ჟესტი. წინასწარ შეუტყობინებლად, პარლამენტისაგან დამოუკიდებლად რაღაცების კეთება, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე წერილობით ეთქვა უარი. მისივე თქმით, შეხვედრები მან პირადი კონტაქტების მეშვეობით გამართა და სამუშაო შეხვედრები პირად შეხვედრებად აქცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები