დიდუბეში ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდუბეში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ “კვირას” შსს-დან აცნობეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 119-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილია, სავარაუდოდ, 4 პირი, მათ შორის 3 ძმაა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები