არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადება მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საიმედო პარტნიორი იყო

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო იყო და არის ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რაც ალბათ განაპირობებს ამ ტიპის შეფასებებს საერთაშორისო არენაზე.

“აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადება მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საიმედო პარტნიორი იყო, გაატარა ის რეფორმები, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთნდობას ​განაპირობებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველომ გაატარა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთნდობას უდევს საფუძვლად.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი მხარდაჭერა აქვს და ეს განცხადებაც მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საიმედო პარტნიორი იყო, საქართველომ გაატარა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთნდობას ​განაპირობებს და საფუძვლად უდევს. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ბოლო წლებში ხელშესახებად გაძლიერდა. ასევე საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა ნატო-სთან. ბოლო წლებში ჩვენ ჩავატარეთ ნატო-ს ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები არაწევრ ქვეყანაში და საქართველო გახლდათ და გახლავთ ამ წლების განმავლობაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რაც ალბათ განაპირობებს ამ ტიპის შეფასებებს საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს “არაწევრი მთავარი მოკავშირის” სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები