კიევში გამთენიისას 9-სართულიანი სახლი დაიბომბა, არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა კიევში, ობოლონის რაიონში მდებარე ერთ-ერთ 9-სართულიან შენობას ჭურვი ესროლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად, შენობაში 2 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 3 მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია, 9-ს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

აღინიშნება, რომ მთლიანად დანგრეულია შენობის ფასადი. მე-3 და მე-4 სართულებზე მდებარე ბინებში ხანძარი გაჩნდა, თუმცა, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები