სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუა, რომ მისი დღეები დათვლილია და მისი მეთოდები, რომლითაც ერთხელ უკვე მოვიდა ხელსუფლებაში, ვეღარ დაბრუნდება

“ზოგადად, ძალიან აქტიური საზოგადოება ვართ და ადვილად ვერ ვითმენთ უსამართლობას. უსამართლობაა ის, რაც დღეს უკრაინის წინააღმდეგ ხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს ეს პროტესტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუა, რომ მისი დღეები დათვლილია და მისი მეთოდები, რომლითაც ერთხელ უკვე მოვიდა ხელისუფლებაში, ვეღარ დაბრუნდება. შეიძლება ბევრი რამე არ მოსწონდეს საზოგადოებას და ბევრ რამის გამო იყოს კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მათ იციან, რომ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ ყველა ერთად და არავის არ უნდა არეულობა და რევოლუცია. ამიტომაც დაცოტავდა აქციებზე მართლაც უკრაინის გულშემატკივარი ხალხი და დარჩნენ სექტის წარმომადგენლები, რომელთაც არაფერი არ უნდათ იმის გარდა, რომ მათი ბელადი გათავისუფლდეს და საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობდეს. ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები