მამუკა მდინარაძე: დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომი შეწყდეს
“დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომი შეწყდეს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ მაგალითად სულ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წევრობაზე ჩვენ მიერ გაკეთებული განაცხადი და მასზე უფრო სწრაფი რეაქცია, ვიდრე ეს შესაბამისი პროცედურებითაა გათვალისწინებული, იქნება ამ ქვეყნისთვის მეტი გარანტია. მეტი სწრაფი გარანტია თავის ევროპულ ოჯახში, ბუნებრივ ოჯახში დაბრუნების თვალსაზრისით. რაიმე მსგავსი მიმართულება თუ შეიძლება, დამოკიდებული იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ამ მიმართულებით მათი აქტიურობა ბუნებრივია, იქნება ამ ქვეყნისთვის მეტი მზღვეველი, მეტი გარანტი, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც თანამედროვე სამყაროში ძალიან ცუდი რაღაცები ხდება, მარტივად რომ ვთქვათ, ყველასთვის გასაგებ ენაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყნის უსაფრთხოებიდან, ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდეთ და მეორე მხრივ, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახლა ლოკალური, სწრაფი მიზანი არის, შეწყდეს ომი, ომის შეწყვეტა უზრუნველყონ, და მათ შორის ჩვენს განაცხადს სწრაფი, რაც შეიძლება სწრაფი პროცედურების გათვალისწინებით დადებითი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.