იციკ მოშე: ხელები შორს ისრაელისგან
“ხელები შორს ისრაელისგან. ომის დროს უნდა იყო ჰუმანური, იზრუნო ხალხზე, იზრუნო ომის დასრულებაზე”,- ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ისრაელი აკეთებს ყველა ქვეყნისთვის და სამყაროსთვის მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, მედიცინასა და თანამშრომლობაში უფრო მეტს, ვიდრე იღებს მათგან.
“ხელები შორს ისრაელისგან!
ომის დროს უნდა იყო ჰუმანური, იზრუნო ხალხზე, იზრუნო ომის დასრულებაზე. კარგი იქნებოდა, რომ მოსახლეობით 20-ჯერ დიდი და ტერიტორიით 800-ჯერ დიდი რუსეთი და უკრაინა ასეთი ემოციით მხარს უჭერდნენ ისრაელს მის წინააღმდეგ მუდმივ ომებში, არსებობისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, რაც კარზეა მომდგარი და არ ავრცელებდნენ ყოველდღე ფეიკ ნიუსებს ქვეყანაზე, რომელიც თითქმის კახეთის ზომაა ტერიტორიით.
მილიონობით ადამიანი, რომლებსაც რუკაც არ უნახავთ, მზადაა, სოცქსელებში მსოფლიოსთვის მტკივნეულ ომში, სიტყვა “ისრაელის” გამოჩენისთანავე, ანტისემიტური აზრები დაწეროს და ეს ომიც და ალბათ კორონავირუსიც ისრაელს დააბრალოს!
არ მახსოვს, მსოფლიოს ქვეყნებმა, როდის დაუჭირეს მხარი იერუსალიმს, როგორც ისრაელის დედაქალაქს, რომელიც 4000 წელია მარადიული დედაქალაქია, მაშინაც კი, როცა ისრაელსა და იერუსალიმს შორის კავშირის არარსებობა წარმოადგენს ყველა რელიგიის საძირკვლის უარყოფას.
მე არ მინდა წარმოვიდგინო სიტუაცია, როდესაც ისრაელი მხარს არ დაუჭერს კენჭისყრას, რომ კიევი არ არის უკრაინის დედაქალაქი (ან რომელიმე დედაქალაქი).
სულ მალე საერთაშორისო კონფერენციაზე ბირთული იარაღის წარმოებაზე მთელი მსოფლიო ალბათ ერთად მხარს დაუჭერს ირანს, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს.
ამიტომ, ძვირფასო მსოფლიო: ისრაელი აგრძელებს იყოს ჰუმანური, მხარდამჭერი ქვეყანა და ეს პატარა ისრაელი აკეთებს ყველა ქვეყნისთვის და სამყაროსთვის მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და მედიცინაში, და თანამშრომლობაში უფრო მეტს, ვიდრე იღებს მათგან. ებრაელები ისრაელში ჩამოსული არიან 70 ქვეყნიდან და ვერ დადგება ისრაელი 70-ვე მხარეზე ერთდროულად, და მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე მმართველი ან მინისტრი ებრაელია ან დადებითი განწყობაა მის მიმართ. სამწუხაროდ, ისრაელი არაა მსოფლიო ლიდერი და ქვეყნებს ორმხრივი ინტერესები ამოძრავებთ, განსაკუთრებით როდესაც საუბარი არსებობა-არარსებობაზეა.
ვიცით ჩვენ, როგორც წინა საუკუნეში, მარტო მოგვიწევს გავაგრძელოთ საკუთარ თავზე ზრუნვა სამყაროში, სადაც ებრაელი ერის მიმართ 2000 წლიანი ტანჯვის ტრადიციაა. მსოფლიო, რომელიც დუმდა 6 მილიონი ებრაელის ამოხოცვისას და დუმს დღესაც მზარდი ანტისემიტიზმის პირობებში მსოფლიოს ყველა კუთხეში.
მიუხედავად ამისა, ჩვენი გზა არის ჰუმანიზმის გზა და ჩემთვის მიუღებელია ისრაელის ყველა სახის განსჯა და გთხოვთ, ხელები შორს ისრაელისგან!”,- წერს მოშე.