მამუკა მდინარაძე: საზოგადოების გულწრფელი რეაქცია იყო ის, რომ ბევრგან, სადაც „ნაცმოძრაობის“ ოფისს 5-იანი აწერია, მიაწერეს “მეხუთე კოლონა”

“საზოგადოების გულწრფელი რეაქცია იყო ის, რაც დილიდან ვნახე, რომ ბევრგან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 5-იანი აწერია, მიაწერეს “მეხუთე კოლონა”. საზოგადოება არჩევნებზე თუ სხვა აქტივობებზე სცემს პასუხს მოღალატეობრივ საქციელებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუ ისინი მსგავს რაღაც აკეთებენ ეს არის პერფორმანსი და თუ სხვა აკეთებს, ის არის ვანდალური ფაქტი, ეს არის ორმაგი სტანდარტი. კონკრეტული სახელების დასახელება არის პიარული ხრიკი, რომ დააბრალონ მმართველ გუნდს ამის ორგანიზება. ვურჩევ თავი დაანებონ ქვეყნის დაზიანებას ამ სიტუაციაში და იმის კეთებას, რაც თანამედროვე სამყაროში არსად ფიქსირდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისთვის სცადეს საქართველოსთვის დამაზიანებელი სიტყვების გამოტყუება, რაც მან არ გააკეთა ჩაკითხვის მიუხედავად, ეს არის საქართველოს მტრობა, ღალატი და „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი უბინძურესი ქმედება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტებზე ინფორმაცია პარტიის წევრმა ბაჩო დოლიძემ ბრიფინგზე გაავრცელა. მან აღნიშნულში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მთავრობა უნდა იყოს დაკავებული უკრაინის მხარდამჭერით, დარბიან და ოფისებს აწერენ საკუთარ სახელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები