ჯოზეფ ბორელი: უნდა მოხდეს რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირება, უკრაინას კი მხარი უნდა დავუჭიროთ
“უნდა მოხდეს რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირება, უკრაინას კი მხარი უნდა დავუჭიროთ”,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომის მასშტაბები არ უნდა გაფართოვდეს.
“ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, უკრაინას დავუჭიროთ მხარი, მეორე მხრივ კი ვცდილობთ უფრო დიდი ომის თავიდან აცილებას. პუტინს წინაშე თავი არავინ უნდა იმართლოს. მას შეუძლია თავისი სამხედრო საქმიანობა გააფართოოს. ეს შეიძლება იყოს NATO-ს ერთი, ან მეორე ქვეყნის წინააღმდეგ. არის სერიოზული შეშფოთება. პუტინი გააგრძელებს შეტევებს და ჩვენ თავდასხმები უნდა შევზღუდოთ. უნდა მოხდეს რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირება, უკრაინას კი მხარი უნდა დავუჭიროთ. უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მოითხოვა და ამ ნაბიჯს ჩვენ მაშინვე დადებითად ვუპასუხეთ. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ეს აშკარა ფაქტია როგორც გეოგრაფიულად, ასევე ისტორიულად. ამისთვის საჭიროა გარკვეული პროცედურები. პროცესი დაწყებულია. ცხადია, ომში სამხედრო ჩარევას არ ვაპირებთ. ჩვენ არ გვინდა ომის მასშტაბების გაფართოება, თუმცა უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ უნდა დავაზიანოთ რუსეთის ეკონომიკა, რათა კრემლმა ომი ვერ გააგრძელოს”, – აცხადებს ბორელი.