ლვოვში აფეთქებების ხმა ისმოდა

ლვოვის რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ი წერს, სოციალური ქსელის მომხმარებლები ქალაქში ორი ძლიერი აფეთქების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ამასთან, Kyiv Independent-ის ინფორმაციით, არსებობს ცნობები, რომ ლვოვი რუსული სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა.

BBC Ukrainian-ი ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმა და რვა რაკეტა გაისროლეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე. მედიის ინფორმაციით, ქალაქში, უკვე რამდენიმე საათია, განგაშის სიგნალია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები