უკრაინის დაზვერვა: ბელარუსში ევაკუაციის მაგივრად „კადიროველებმა“ 12 დაჭრილი რუსი სამხედრო მოკლეს
კიევის რაიონში „კადიროველებმა“ ათზე მეტი დაჭრილი რუსი სამხედრო დახვრიტეს, რომლებიც ბელარუსში უნდა გაეგზავნათ.
ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, 12 მარტს, დაახლოებით, 16:00 საათზე რუსი ჯარის მიერ ოკუპირებულ ბოროდიანკაში „კადიროველებმა“ 12 დაჭრილი რუსი სამხედრო მოკლეს, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე უნდა გადაეყვანათ. ინციდენტის დეტალები დგინდება“, – განაცხადეს უკრაინის დაზვერვაში.
რადას კომიტეტის წევრმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხში, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტები ახდენენ ე.წ. ბარიერის რაზმების ჩამოყალიბებას სტალინისა და ჰიტლერის მეთოდების მიხედვით. მისი თქმით, „კადიროველების“ ასეთი დანაყოფები კიევთან დგანან. ისინი ცეცხლით რუსი სამხედროების შეკავებას ცდილობენ, რომლებიც უკრაინელებთან შეხვედრის შემდეგ ტექნიკას ტოვებენ და გარბიან.