გიორგი ცუცქირიძე: ნედ პრაისის პასუხები იყო თავისებური განაჩენი ქართული ოპოზიციისთვის
ნედ პრაისის პასუხები იყო თავისებური განაჩენი ქართული ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, ნედ პრაისის პასუხებმა “გლავკანალად” წოდებული არხის ვინმე ჟურნალისტის ყოვლად ამორალურ შეკითხვებზე, კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ აჩვენა ქართული ოპოზიციის, რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” კრებსით სახედ წოდებული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი პარტიული ტელევიზიების ნამდვილი სახე.
ნედ პრაისის პასუხები, რომელიც ფაქტობრივად გამოხატავს აშშ-ის ოფიციალურ პოზიციასაც, იყო ამავდროულად იმის დემონსტრირებაც, რომ დასავლეთში იმაზე გაცილებით მეტი იციან, ვიდრე აქ ბევრს წარმოუდგენია.
მისი პასუხები იყო თავისებური განაჩენიც ქართული ოპოზიციისათვის, როდესაც ხაზი გაუსვა მთავრობის თუ რიგითი მოქალაქეების , სოლიდარობას უკრაინისადმი მთლიანად გააცამტვერა ოპოზიციის და მათი ლობისტების თუ ყოფილი უცხოელი მაღალჩინოსნების მხრიდან წარმოებული უბინძურესი კამპანიის დედააზრი “ქართული ოცნების” კოლაბორაციონიზმზე და სანქციების არ მიერთების ირგვლივ აგორებულ სპეკულაციებზე.
უკრაინის მოვლენები და უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისათვის, ბევრ რამეს მომავალში კიდევ უფრო ცხადს გახდის და უკრაინელი ხალხის უცილობელ გამარჯვებასთან ერთად, დაასრულებს ამ სულგაყიდული ნაძირლების, სურკოვის მარიონეტების და რენეგატების ბოგინს ქართულ პოლიტიკურ ველზე, რომელთა ერთადერთ მიზნად საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანება და რეპუტაციის შელახვა არის გადაქცეული.
ქართული სახელმწიფო ამ ლამის მეტასტაზად ქცეულ ჩირქგროვასაც მალე მოიცილებს, ქართველ ხალხს ამათზე დიდი ნაძირლები გაუსტუმრებია მოუსავლეთში”, – წერს ცუცქირიძე.