ნატა კვაჭანტირაძე: ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება

„ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება,“ – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნატა კვაჭანტირაძემ ეკონომიკისა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ლევან დავითაშვილმა და ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებმა დარგის არსებულ ვითარებასა და სამომავლო განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს.

ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, მინისტრის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ახალი მარკეტინგული ბაზრების მოძიებასა და იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ტურიზმს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

“საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ წარვადგინეთ ძირითადი ხედვები, რომლის მიხედვითაც შეიძლება სამომავლოდ გააქტიურება”, – განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები