ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხელაშვილთან ერთად, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე საქართველოს უსაფრთხოებაზე. შეხვედრისას, დიპლომატმა, როგორც უკრაინის დასახმარებლად, ასევე, რუსეთის შესაჩერებლად საკუთარი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა მათ შორის, ყურადღება გაამახვილა იმ სანქციებზე, რომელიც რუსეთს შვედეთის მთავრობამ დაუწესა.

ქართულმა მხარემ დიპლომატს გაუზიარეს საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. „ელჩს მივაწოდეთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სხვადასხვა სცენარებით. ელჩს და მის ხელისუფლებას საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დახმარების გაწევა ვთხოვეთ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები