გიორგი გახარია: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტურია
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერის გამოცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტურია.
„სამართალი აღსრულდა. საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება სამი დამნაშავის დაკავების შესახებ არის რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტური. ვუსურვებ გამარჯვებას უკრაინას. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.