ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თებერვლის თვეში მგზავრთნაკადი 75%-ით, რეისების რაოდენობა კი 108%-ით აღდგა
თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 75%-ით, რეისების რაოდენობა კი 108%-ით აღდგა, – ამის შესახებ აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც შეიმჩნევა. კერძოდ, 2022 წლის თებერვლის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 75% აღდგა. 2022 წლის თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35 549 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის თებერვალში – 47 573 მგზავრს).
პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. თებერვლის თვეში, აეროპორტში რეისების 108% აღდგა და 170 რეისს მოემსახურა ( 2019 წლის თებერვალში 157 რეისი შესრულდა).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.