მიხეილ სარჯველაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მორიგი მნიშვნელოვანი წარმატებაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკური გაგრძელებაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების.

მისი თქმით, საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლემა ოკუპაციაა, სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და, შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გასული წლის 21 იანვარს, მაშინაც ითქვა, რომ ეს იქნება საქართველოსთვის ბევრი წარმატების დასაწყისი ანტისაოკუპაციო მიმართულებით, სამართლებრივ ჭრილში. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკურად ებმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლემა გახლავთ ოკუპაცია, სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს ერთმნიშვნელოვნად საქართველოსთვის მოსალოცი ამბავია, ვინაიდან დოკუმენტში ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, 2008 წლის ომის საქმეზე, სამი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები