როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 11 მარტის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 109, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.83% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.57%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 722, აჭარაში – 135, იმერეთში – 340. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 494 პირი, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 64, იმერეთში – 97. 33 841 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 633 433 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 551 376, გარდაიცვალა 16 505 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები