ლავროვი – მარიუპოლის სამშობიაროზე: ეს იყო რადიკალური ბატალიონის ბაზა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვა განპირობებული იყო იმით, რომ საავადმყოფო რადიკალური ბატალიონის მიერ იყო დაკავებული. ამის შესახებ ლავროვმა ანტალიაში განაცხადა, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

“პირველად არ გვესმის პათეტიკური შეყვირებები ე.წ. სიმხეცეების შესახებ. გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იყო წარმოდგენილი ჩვენი დელეგაციის მიერ, რომ ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია დაკავებულია ბატალიონი “ოზოფისა” და სხვა რადიკალების მიერ, საიდანაც გამოაგდეს ყველა ორსული, ექთნები, პერსონალი. ეს ულტრა-რადიკალური ბატალიონის “ოზოფის” ბაზა იყო. ეს მონაცემები წარდგენილი იყო სამი დღის წინ. ამიტომაც დასკვნები გააკეთეთ თვითონ”, – განაცხადა ლავორვმა.

მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია, 17 ადამიანი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები