ლავროვი – ბირთვული ომის დაწყებაზე: არ მინდა ამის დაჯერება და არ მჯერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მას არ სჯერა, რომ მსოფლიოში შესაძლოა, ბირთვული ომი დაიწყოს.
ამის შესახებ მან ანტალიაში უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ თქვა.
“არ მინდა ამის დაჯერება და არ მჯერა”, – თქვა მან.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის თემას დასავლეთი “აგდებს” საინფორმაციო დღის წესრიგში და არა – რუსეთი.
“პირველ ყოვლისა, ნატო, იგივე ლიზა ტრასი აცხადებდა, რომ არ გამორიცხავდა ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტს, რა სისულელეა. სტოლტენბერგი მგონი უკვე დამოუკიდებლად მოქმედებს და წევრ ქვეყნებს რაღაცებს არ ეკითხება და ამბობს იარაღის განთავსებასე”, – თქვა ლავროვმა.