ნიკოლას მადურო: ახალი მსოფლიო ომი დაწყებულია

ვენესუელას ლიდერი, ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ახალი მსოფლიო ომი დაწყებულია და ის ამჟამად ეკონომიკურ ხასიათს ატარებს.

ამის შესახებ ტელეარხი TeleSUR იტყობინება.

„ეკონომიკური ომი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნებისა და რეგიონების გაგუდვას, ნედლეულის, საკვებისა და ენერგიის მიწოდების არასტაბილურობის პროვოცირებით“, – განმარტა მან.

მადურო მიიჩნევს, რომ ეს ომი შეიძლება, გადაიზარდოს ეკონომიკური ფაზიდან რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკით.

“მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც თავიდანვე არ გამორიცხავდა, რომ უკრაინას ექნებოდა მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. მსოფლიოში ბირთვული ომის რეალური საფრთხეა. ვენესუელა მსოფლიო საზოგადოებას გონიერებისკენ მოუწოდებს”, – თქვა მადურომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები