ნინო თანდილაშვილი: ყატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრთან, შეიხ ფალეჰ ბინ ნასერ ალთანისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხები განვიხილეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ყატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრს საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე მიაწოდა ინფორმაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ნარჩენების მართვასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ყატარის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამომავლოდ, საქართველოსთან გარემოს დაცვის საკითხებზე მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია.

გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  ნინო თანდილაშვილთან ერთად ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები