ნანა კაკაბაძე: ხალხი, რომელიც ხელისუფლებისგან სანქციებზე მიერთებას მოითხოვს, დაფეთებულები პროდუქტებისგან მარკეტებს ასუფთავებენ
“ხალხი, რომელიც ხელისუფლებისგან სანქციებზე მიერთებასა და ლამის ომის პროვოცირებას მოითხოვს, შეშინებულები და დაფეთებულები ასუფთავებენ პროდუქტებისგან მარკეტებს”, – ამის შესახებ ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის ფიქრობს, რომ ეს სიტიაცია “სასაცილო იქნებოდა სამარცხვინო რომ არ იყოს”.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოქალაქეებს მოლოდინი გაუჩნდათ, რომ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი წარმოიქმნება, ამიტომ მათ აქტიურად დაიწყეს პროდუქტების შეძენა, რის გამოც საქართველოში არსებული მსხვილი სუპერმარკეტების ნაწილში შაქრისა და ზეთის მარაგი გათავდა. გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზოგიერთი მაღაზიის თაროები ცარიელია.