საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები დაამტკიცა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები დაამტკიცა.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებს კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯგუფის წევრმა, გოგი მეშველიანმა გააცნო.

წარდგენილი რეკომენდაციები „საჯარო სექტორში IT პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს” და „მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს” ეხებოდა. მომხსენებლის განცხადებით, „საჯარო სექტორში IT პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშთან” დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებზე გაიცა 4 რეკომენდაცია. მისივე თქმით, გამოვლენილი ნაკლოვანებები შეეხებოდა IT პროექტების დროულობისა და ბიუჯეტირების მიმართულებით არსებულ ნაკლოვანებებს.

„მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშთან” მიმართებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები შეეხებოდა ადვოკატთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფას, კერძოდ, პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის ხარვეზებს. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებითაც ჯგუფის მიერ 4 რეკომენდაცია იქნა გაცემული. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ჯგუფის მიერ გაცემულ შესაბამის კონკრეტულ რეკომენდაციებს გაეცნო.

„2019 წლიდან, რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, ჩვენ ვიხილავთ აუდიტის ყველა ანგარიშს. ვსწავლობთ მათზე გაცემულ რეკომენდაციებს და ვამტკიცებთ. ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ შესწავლის ობიექტი არ ეთანხმებოდეს მათ. ჩვენ ასევე მათგან ვიღებთ პასუხს, რა დონეზეა რეკომენდაციების შესრულება. თუ აღმოჩნდა, რომ 2021 წელს არის ისეთი რეკომენდაციები, რომელზეც გვქონდა თანხმობა, მაგრამ არ სრულდება, აუდიტის ჯგუფი მოიწვევს მათ და მოვთხოვთ პასუხს კანონმდებლობის შესაბამისად”,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები