ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 430 გამოვლინდა, აჭარაში – 24, იმერეთში – 115
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 46, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 57, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.55%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 564 საიდანაც, 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 858, აჭარაში – 160, იმერეთში – 393. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 580 პირი, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 71, იმერეთში – 96. 40 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსის 1 629 930 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 570 884, გარდაიცვალა 16 456 პაციენტი.