სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე დღეს განაჩენს გამოცხადებს

ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, განაჩენი 9 მარტს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი – დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები