გრიგოლ გეგელია: მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ შევა ევროპულ კავშირში და ეს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის
“მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ შევა ევროპულ კავშირში, ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და კარგად იცის მთელმა თანამეგობრობამ”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში რეფორმები უნდა გატარდეს.
„ლელოსთვის“, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არაფერმა არ შეუშალოს ხელი, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად კონსოლიდირებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ დაზარალდეს და რაც შეიძლება დროულად შევიდეს ევროპულ კავშირში. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს მიშელის რეფორმების პაკეტს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა მართლა შევიდეს და თანაც დროულად შევიდეს ევროპულ კავშირში, მიშელის რეფორმა ერქმევა თუ მართლმსაჯულების რეფორმა ეს უნდა გატარდეს. მართლმსაჯულების რეფორმის გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ შევა ევროპულ კავშირში, ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და კარგად იცის მთელმა თანამეგობრობამ. ამიტომ, განურჩევლად იმისა, თუ რა ერქმევა ამ რეფორმებს, ისინი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.