ილია მეორე: დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა ბურდულს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ელგუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
“დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონ ელგუჯასთვის ლოცვის ძალა”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.