მსოფლიოში რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციები მოქმედებს. ამ დროისათვის, რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მასშტაბი ირანისა და ჩრდილოეთ კორეისათვის დადებულ სანქციებსაც კი აჭარბებს.
გამოცემა BBC აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრიდან დღემდე რუსეთს უფრო მეტი სანქცია დაუწესეს, ვიდრე – ყირიმის ანექსიის, ბრიტანელი მოქალაქეების ქიმიური იარაღით მოწამვლის, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის და სხვა მოვლენების დროს ერთად.
Castellum.ai-ის სანქციების მონაცემთა ბაზის თანახმად, 22 თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ 2 754 სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი საერთაშორისო საზოგადოებამ 2 778 ახალი სანქცია დაუწესა. ჯამურად, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების რაოდენობა 5 530-ს აჭარბებს.
ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სანქცია შემოიღეს:
შვეიცარია: 568
ევროკავშირი: 518
კანადა: 454
ავსტრალია: 413
აშშ: 243
დიდი ბრიტანეთი: 35
იაპონია: 35.