მამუკა მდინარაძე – “მთავარ არხს”: თქვენ მოგიწიათ ტყუილის თქმა, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად, ეს არის ტყუილი

„თქვენ მოგიწიათ ტყუილის თქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად, ეს არის ტყუილი. თქვენ აპირებთ რუსეთთან რაიმე თანამშრომლობას? რა თანამშრომლობა და რა საკითხებზე?”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების „ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას – როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან და თუ შეუშლის ეს ხელს ევროკავშირში ჩვენი საკითხის განხილვას.
მამუკა მდინარაძის თქმით, „მთავარ არხს“ ძალიან ცუდი ტყუილის თქმა მოუწია.
„თქვენ მოგიწიათ ტყუილის თქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად, ეს არის ტყუილი. თქვენს კითხვას და ამ დამოკიდებულებას ის პრობლემა აქვს, რომ ზუსტი რიცხვები არ მახსოვს, მაგრამ იანვარსა და თებერვალში რუსეთიდან საქართველოში 25 000-დან 30 000-მდე მოქალაქე შემოვიდა ტურისტული მიზნით. იმ პერიოდში, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ომი გააჩაღა, დაახლოებით, 15 000 – მდე ვიზიტორია რუსეთის მოქალაქე საქართველოში შემოსული. ანუ ვხედავთ, რომ რაიმე რადიკალური გადახრა ამ რიცხვებში არ არის.
ამ დროს თქვენს მიერ, ანუ ,,ნაცმოძრაობის,, მიერ დაწყებული კამპანიის მიხედვით, ჩვენ ,,ფეისბუქ”-ში ვხვდებით ტრენდს, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოვიდა 150 000, ზოგიერთ შემთხვევაში ნახევარ მილიონზე წავიდნენ, 120 000 – რაც აბსოლუტური ტყუილია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გიპასუხოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაშიც კი, ანუ 24 – დან დღემდე დაახლოებით არის 15 000 ადამიანზე საუბარი. იანვარში, როდესაც მსგავსი არაფერი ხდებოდა 30 000 ადამიანის ფარგლებში ისედაც მოგზაურობდა საქართველოში, ანუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ მთელი ეს ნარატივი რაზეც დააფუძნეთ, რაც ახლა მკითხეთ აღმოჩნდა ცალსახა ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები