რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შეჩერების პირობებს ასახელებს.
მისი თქმით, ოპერაცია შეიძლება, დასრულდეს ნებისმიერ მომენტში, თუ უკრაინის ხელისუფლება კრემლის პირობებს შეასრულებს. საუბარია სამ პირობაზე: უკრაინამ კონსტიტუციურად უნდა თქვას უარი ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე; უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად;
უკრაინამ უნდა აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
“მათ [უკრაინამ] კონსტიტუციაში უნდა შეიტანოს შესწორება, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე. მათ ასევე უნდა აღიარონ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად, ხოლო დონეცკი და ლუგანსკი – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, – განაცხადა პესკოვმა.