ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინაში მიმდინარე პროცესები.

„ვისაუბრეთ საქართველოს როლზე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ბატონმა ელჩმა, ასევე, ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ხედვაზე ამ პროცესებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები