მამუკა მდინარაძე: ეს არხები წერდნენ გავრილოვს 5 წუთში როცა დასჭირდებოდათ, გუშინაც, 450 დეპუტატიდან მაინცდამაინც გავრილოვმა გამოიჩინა თავი და განცხადებები აკეთა, აქ, მე მგონი, ყველაფერი ნათელია

,,კიდევ ერთხელ განვმარტავ, 2020 წელს გაგზავნილი წერილის პასუხი ორი დღის წინ, ამ სიტუაციაში რომ მოდის, ალბათ, აქ ყველაფერი გასაგებია. არავის გახსენებია ამდენი ხანი თაროზე შემოდებული რაღაც წერილი. ახლა გადმოიღო ვიღაცამ, შესაბამისმა უწყებამ რუსეთიდან და გამოგზავნა წერილი და შემდეგ კარგად გამოადგათ ეს ამბავი ,,მთავარს’’,,ტვ პირველს’’ და ნაცმოძრაობის და ა.შ.’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შიგნით წარმოებული კამპანიის პარალელურად, ტელეკომპანია ,,მთავარმა’’ და ,,ტვ პირველმა’’ და შემდგომ ნაცმოძრაობამ ეს ამბავი კარგად გამოიყენეს . გუშინაც 450 დეპუტატიდან სწორედ, მან გამოიჩინა თავი და განცხადებები გააკეთა.

,,შიგნით წარმოებული ამ ისტერიული კამპანიის პარალელურად ერთის მხრივ გავრილოვის ინტერვიუები და გახსოვთ ხომ? ეს არხები წერდნენ გავრილოვს 5 წუთში როცა დასჭირდებოდათ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ან არ იყოს გავრილოვს წერდნენ 5 წუთში. გუშინაც, რატომღაც 450 დეპუტატიდან მაინცდამაინც გავრილოვმა გამოიჩინა თავი და განცხადებები აკეთა და ახლაც რატომღაც წერილი მოვიდა, რომ კი ბატონო, რა კარგი ყოფილა თქვენი რძის პროდუქტებიო გაახსენდათ ორ წელიწად-ნახევარში თუ ორი წლის თავზე და ა.შ. აქ, მე მგონი, ყველაფერი ნათელია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები