თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში 4 სოციალური სახლი შენდება, სადაც 100 ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრისს
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იაფი საცხოვრისით 100 ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 8 371 976 ლარია. არსებული ინფორმაციით, მშენებლობა 2022 წლის ოქტომბერში დასრულება.
ბათუმში იაფი საცხოვრისის პროექტის 1-ელი ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 40 ოჯახს გადაეცა. დამატებით 40 ოჯახის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
,,ბათუმისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი მოქალაქეების საბინაო უზრუნველყოფა, სწორედ ამ მიზნით ბათუმის მერიამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 4 ახალი სოციალური სახლის აშენდება და 100 ოჯახი მიიღებს უკვე წლის ბოლოსთვის ახალ საცხოვრისს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამაზე „ბათუმს ავარიული სახლების გარეშე”, რომლის ფარგლებშიც უკვე 2025 წლისთვის, 4 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ არცერთი ოჯახი არ ცხოვრობდეს ავარიულ პირობებში ბათუმში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.