ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 3 973-მა წყვილმა იქორწინა და 4 311 ბავშვი დაიბადა

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 3 973 წყვილი დაქორწინდა და 4 311 ბავშვი დაიბადა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“როგორც  უნდა უნდოდეს მტერს ჩვენი განადგურება და გატეხა, ცხოვრება გრძელდება… და, ომის მიუხედავად, ახალი სიცოცხლე იბადება. რუსეთთან ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის სხვადასხვა კუთხეში 4 311 ბავშვი დაიბადა. ასევე, ამ დროის განმავლობაში უკრაინელებმა 4 ათასამდე ახალი ოჯახი შექმნეს. 3973 წყვილმა გადაწყვიტა ომის ფონზე მათი კავშირის გაოფიციალურება. რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მიუხედავად, უკრაინელები არ კარგავენ სულს და რწმენის სიძლიერეს. მტერი დამარცხდება! ჩვენ გავიმარჯვებთ!”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები