აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული მედიაჯგუფი 1+1, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურად უპასუხოს რუსეთის ომს უკრაინაში და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილებები რუსი ტერორისტებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ითხოვს ნატო-სგან ქვეყნის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, რომ თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა,1 + 1 მიმართავს დიასპორებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მედიას მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
1+1 იმედოვნებს, რომ უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვის საჭიროება მედიით სათანადოდ გაშუქდება.
მიმართვა გაგზავნილია კოლეგებთან საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, პორტუგალიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, ნიდერლანდებიდან, ირლანდიიდან, უნგრეთიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან და კვიპროსიდან.
ქართველ კოლეგებთან გაგზავნილ მიმართვაში (ქართულ ენაზე) ნათქვამია:
“სრულიად უკრაინის საზოგადოების და უკრაინული მედიის სახელით მივმართავთ, საქართველოს საზოგადოებას – ჩვენს ნამდვილ მეგობრებს და სანდო პარტნიორებს! მრავალი წელია, ჩვენ გვერდიგვერდ ვართ თქვენთან ერთად, ვგრძნობთ უზარმაზარ მხარდაჭერას თქვენგან. არც ერთხელ არ შეგვპარვია ეჭვი თქვენს კეთილ ზრახვებში და ამაში ათიათასჯერ დავრწმუნდით. ახლა, ჩვენ გვჭირდება თქვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თქვენი ხმა, რომ დავიცვათ თავი რუსეთის ფედერაციის ტერორიზმისგან.
ამ მომენტისათვის, ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური (ЗАЭС) რუსმა ტერორისტებმა დაიკავეს. რუსულიფ ჯარები შეიჭრნენ ჩერნობილშიც. ახლა ატომური ელექტროსადგური (ЗАЭС) რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება, რაც ნიშნავს იმას, რომ რა მოხდება ხვალ უცნობია, მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა საკუთარ მომავალში დარწმუნებული ვერ იქნება!
ჩვენ მოვითხოვთ, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის თავზე ჩაკეტონ საჰაერო სივრცე და გაგზავნონ NATO-ს სამშვიდობო ჯარები უკრაინაში, გაუწიონ სამხედრო დახმარება კიევს და მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს, როგორც ეს გაკეთდა, მაგალითად, ისრაელში. ექნება თუ არა ევროპას და მსოფლიოს მომავალი, ეს დამოკიდებულია უკრაინის დახურულ ცაზე. თუმცა, პოლიტიკოსები არ ისმენენ ჩვენი ხელისუფლების და მილიონობით უკრაინელის თხოვნას.
ამიტომ, ჩვენ მოგმართავთ თქვენ! გამოდით ქუჩებში, დაწერეთ შესაბამისი მესიჯები სოციალურ ქსელში და მოითხოვეთ, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლება არ გაჩუმდეს უკრაინის თავზე ცის დაკეტვის აუცილებლობაზე.
საქართველოდან სულ რამდენიმე საათის საფრენ მანძილზე ომია! არ მივცეთ უფლება რუსეთის ფედერაციას გახადოს ის მასშტაბური!”,- წერია მიმართვაში.