საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო.

უკრაინა რუსეთს ბრალს სდებს ბავშვთა სახლისა და საბავშვო ბაღის დაბომბვაში, ასევე, ვაკუუმ ბომბების გამოყენებაში.

იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელ პროცესზე რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. რუსეთის პასუხის მოსმენა ხვალისთვის არის დაგეგმილი.

უკრაინის მიერ გაეროს სასამართლოში შეტანილი ახალი საქმე, გენოციდის პრევენციის შესახებ 1948 წლის ხელშეკრულების ინტერპრეტაციას ეხება, რომლის ხელმომწერი ორივე ქვეყანაა, როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები