“მუშაობისთვის ეთიკური წინაპირობები არ გაგვაჩნია” – რუსული ბაზარი ფინურმა Valio-მაც დატოვა
რუსული ბაზარი ორმა ფინურმა კომპანიამ დატოვა – სურსათის მწარმოებელმა Valio-მ და ყავის მწარმოებელმა Paulig-მა.
როგორც Valio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ანიკა ხურმემ განცხადა, “მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეჭრას დამოუკიდებელ უკრაინაში. “ვალიოს” არ გააჩნია ეთიკური წინაპირობები რუსეთში მუშაობის გასაგრძელებლად, ამიტომ, რუსეთში ჩვენს საქმიანობას ვწყვეტთ”.
რაც შეეხება Paulig-ს, კომპანიაში აღნიშნეს, რომ გასვლის პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება და “თანამშრომლების, მომხმარებლების ინტერესებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით განხორციელდება”.