სამხრეთ კორეა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს აჩერებს

სამხრეთ კორეა, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკა შეაჩერებს ფინანსურ ოპერაციებს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან.

ასევე, კორეის მთავრობა რეკომენდაციას უწევს ქვეყანაში რუსული სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობის შეჩერებას.

მანამდე, სამხრეთ კორეა შეუერთდა სანქციებს შვიდი რუსული ბანკის წინააღმდეგ, კერძოდ, შეზღუდვები შეეხო VTB, Rossiya და Otkritie, Novikombank, Promsvyazbank, Sovcombank და VEB.RF ბანკებს. ამასთან, სეულმა დაბლოკა რუსული ბანკები Swift-ის გლობალურ საგადასახადო სისტემაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები