დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის მმართველობის დასრულებისთანავე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეიქმნა, სისხლიანი რეჟიმის მხრიდან სახელმწიფო ღალატის თითოეული ფაქტის შესწავლისა და მათთვის სამართლებრივი შეფასების მიცემის მიზნით – ამის ბრალია!
ექსპერტი, დავით ქართველიშვილი “ევროპული საქართველოს” იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში პუტინის რეჟიმის კოლაბორაციონიზმისათვის კანონის ყველა სიმკაცრით დაისჯება ყველა, როგორც საჯარო მოხელე, ისე ბიზნესსუბიექტი, რომელიც შეღავათების მისაღებად რუსეთისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას ლობირებდა.
“სააკაშვილის მოღალატეობრივი მმართველობის დასრულებისთანავე – საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეიქმნა დღემდე, სისხლიანი რეჟიმის მხრიდან სახელმწიფო ღალატის თითოეული ფაქტის შესწავლისა და მათთვის სამართლებრივი შეფასების მიცემის მიზნით – ამის ბრალია! პუტინის რეჟიმისთვის ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულებების კოლაბორაციონისტული ჩაბარების გამო, არავის რომ არ მოეთხოვა პასუხი – ამის ბრალია! და 2008 წლის შემდეგ დღემდე, КГБ-ს და ФСБ-ს გენერალიტეტის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ ობიექტებზე თავისი უახლოესი სანათესაო რომ მიიყვანეს სამუშაოდ – აი ისინი რომ ღალატზე გელაპარაკებიან!’’,- წერს ქართველიშვილი “facebook”-ზე.