ხარკოვში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობა შეწყდა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობა შეწყდა. ამის შესახებ განცხადება “ტელეგრამზე” შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაბომბვის შედეგად განადგურებულია ტექნიკური აღჭურვილობები, ხოლო ანძის დაზიანების ხარისხი ჯერ კიდევ დგინდება.

გარდა ამისა, გუშინდელი თავდასხმის შედეგად, დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამართალდამცავი სამსახურის შენობა და მიმდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები.

ასევე, ჭურვები მოხვდა ხარკოვის რეგიონში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიკლინიკის შენობას.

შეგახსენებთ, პირველ მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის სატელევიზიო ანძა დაბომბეს, რის შედეგადაც სამაუწყებლო საქმიანობა დროებით შეჩერდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები