ზელენსკი – რუსებს: თუკი ახლა გაჩუმდებით, სიღარიბით გადაიხდით ომის ვალს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გასვლა არ სურთ, შემდეგში ვალს სიღარიბით გადაიხდიან.

„რუსეთის მოქალაქეებო! თქვენთვის ეს ბრძოლა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობის გამო არაა! ეს ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვისაცაა. თავისუფლებისთვის, რომელიც თქვენ გინახავთ. დოვლათისთვის, რომელსაც თქვენ გრძნობდით. თუკი თქვენ ახლა გაჩუმდებით, მაშინ შემდეგში თქვენს მაგივრად თქვენივე სიღარიბე ილაპარაკებს. არ გაჩუმდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უკვე იომეს მომავლისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ იბრძვიან დღევანდელი დღისთვის, იბრძვიან იმისთვის რომ გაავლონ საზღვარი – სიცოცხლესა და მონობას შორის. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები ახლა ზუსტად იგივეს აეკთებენ.

„ეს ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გამარჯვება აღუდგენელი მსხვერპლის გარეშეც შეიძლება“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები