ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებში ჩეჩნეთსა და სირიაში გამოყენებულ ტაქტიკებს იყენებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი უკრაინის დასახლებულ პუნქტებში ისვრის, ვინაიდან უკრაინულმა ძალებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

როგორც გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ იტყობინება, ამის შესახებ ცნობილი გახდა განახლებული მონაცემებიდან, რომელთაც ბრიტანული დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რეგულარულად აქვეყნებს.

„უკრაინული წინააღმდეგობის მასშტაბები და ძალა რუსეთს დღითი დღე აოცებს. საპასუხოდ მან მიიტანა იერიში დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის ხარკოვში, ჩერნიგოვოსა და მარიუპოლში“, – აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

ისინი თვლიან, რომ სავარაუდოდ ეს მცდელობაა უკრაინელები მორალურად გატეხონ. რუსეთმა ანალოგიური ტაქტიკა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები