რეზნიკოვი: ოკუპანტები ომს ქალებთან და ბავშვებთან აწარმოებენ, ტერორისტი დაისჯება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ტერორისტებად გადაიქცნენ, ისინი ომს ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ აწარმოებენ.

„10 დღე, 4 საათი და 20 წუთი. უკრაინა მთელი მსოფლიოსთვის იბრძვის. ჩვენ მტერს პასუხს ვაგებინებთ“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია გადართული. ქარხნები და ფაბრიკები მუშაობას აგრძელებენ, ასრულებენ სამხედრო შეკვეთებს, არემონტებენ ტექნიკას. იმისთვის რომ ქვეყანამ იბრძოლოს, ქვეყანამ იმუშაოს.

რეზნიკოვის თქმით, თუკი მოქალაქე იძულებულია ევაკუირდეს – უნდა იპოვოს სამსახური ახალ ადგილზე – ვინაიდან ყველას დახმარება საჭიროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები