ევაკუაცია მარიუპოლში უკრაინის დროით 12:00 საათზე დაიწყება

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს, 6 მარტს უკრაინის დროით 12:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დონეცკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, 6 მარტს 10:00 საათიდან 21:00 საათამდე დუმილის რეჟიმი დამყარდება. 12:00 საათიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყება”,- წერს კირილენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები