ზელენსკიმ ბაიდენთან ფინანსურ დახმარებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მორიგი საუბარი ჰქონდა, სადაც უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე იყო საუბარი. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ “Twitter”-ის გვერდზე დაწერა.

„მუდმივი დიალოგის ფარგლებში მორიგი გასაუბრება მქონდა ბაიდენთან. დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების გაგრძელება“,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები